Thursday, May 20, 2010




1889

16 აპრილი

ლონდონში, კენინგტონ–როდზე მდებარე სახლში #287, მსახიობებს ხანა და ჩარლზ აპლინებს შეეძინათ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი.

1894

ჩარლზ ჩაპლინის დებიუტი სიმღერით „ჯეკ ჯონსი“ ოლდერშორის მიუსიკ ჰოლში.

1896

მწვავე ნერვიული დეპრესიით დაავადებული ხანა ჩაპლინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავთ.

18 ივნისი

ჩარლზ ჩაპლინს და მის გერ ძმას სიდნეის მოათავსებენ ჰანუელსის თავშესაფარში, სადაც ისინი დედის გამოჯანმრტელებამდე, დაახლოებით ორ წელიწადს დაჰყოფენ.

1898–1899

ჩარლზ ჩაპლინი მონაწილეობს ჯიკსონის საესტრადო ანსამბლში „რვალანკაშირელი ჭაბუკი“.

1900–1901

ჩარლზ ჩაპლინი ლონდონის თეატრ „იპოდრომში“ გამოდის სტადისტად პანტომიმებში „ჯიდი ოსტენდ“ და „ჩექმებიანი კატა“. მისი ანგაჟემენტი წელიწადნახევარს გრძელდება.

1901

ჩარლზ ჩაპლინის მამა ალკოჰოლიზმით დაავადებული გარდაიცვალა ლონდონის ჰოსპიტალსჰი სენტ–ტომასში.

1902–1903

უილიამ ჯილეტის მიერ კონან–დოილის ნოველის მიხედვით გაკეთებულ პიესაში „შრკოლ ხოლმსში“ ჩარლზ ჩაპლინი ასრულებს მასხარა ბილის როლს; პატარა როლს ასრულებს სენტსბერის პიესაში „ჯიმის თავგადასავალი“. ერთდროულად –ორი წლის განმავლობაში დადის კოლეჯში.

1904

27 დკემბერი

ჯეიმს ბარის რომანის „პიტერ პენის“ მიხედვით გაკეტებულ ფერიაში ჩარლზ ჩაპლინი ასრულებს ფინიას როლს.

1905

3 ოქტომბერი

იორკის ჰერცოგის თეატრში ჩაპლინი კვლავ ასრულებს მასხარა ბილის როლს უილიამ ჯილეტის პიესაში „შერკოლ ხოლმსის გაჭირვებული მდგომარეობა“

1906

26 მაისი

უილიამ ჯილეტს ამერიკაში მიჰყავს თავისი დასი.

ჩარლზ ჩაპლინი ერთხანს მეშუშედ მუშაობს. სიდნეი ჩაპლინი ხელს აწერს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ჩარლზ ჩაპლინს იღებენ საბავშვო დასში „Casey Caurt’s Circus”, რომელშიც იგი ბაძავს იმ დროისთვის განთქმულ ილუზიონისტს დოქტორ უოლფორდ ბოდის.

1907

ანტროპრენერი ფრედ კორნო სიდნეის თხოვნით ჩრლზ ჩაპლინს მიიღებს ერთ–ერთ თავის ლონდონური მიუსიკ–ჰოლის დასში „უტყვი ფრინველები“

1908–1909

ჩარლზ ჩაპლინი ჯერ მეორეხარიხოვან შემდეგ კი სულ უფრო მნიშვნელოვან როლებს ასრულებს კორნოს დასის პანტომიმებში: „ფეხბურთის მატჩი“ (პირველი პანტომიმაა მისი მონაწილეობით) „სხვა კარის გასაღები“, „ღამე ლონდონის კლუბში“, „საღამო ინგლისურ მიუსიკ–ჰოლში“, „ციხის ნადავლი“, „ოლივერ ტვისტი“ და სხვა. ფრედ კორნო პანტომიმა „უშიშარ ჯიმში“ აპირებს მისტვის მთავარი როლის მიცემას, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრებს და სტენლოურელს გადასცემს. კორნოს პანტომიმის თეატრითავისი წარმოდგენებით მთელს ინგლისში მოგზაურობს.

1910

გაზაფხული

ჩაპლინი კარნოს ერთ–ერთ დასთან ერტად რამოდენიმე თვეს დაჰყობს პარიზში. დასი გამოდის თეატრ „ოლიმპიაში“, „ფოლი–ბერჟერში“, „სიგალში“.

1911

კორნის დასთან ერთად, რომელსაც ალფრედ რივსი ხელმძღვანელობს,ჩაპლინი ნახევარი წლით მიემგზავრება არტისტული ტურნეთი ამერიკაში.

1912

ზაფხული

ინგლისში კარნოს დასის წარმოდგენებში მონაწილეობა. კუნძულ ჯერსეიზე გამართულ საბავშვო ტრავესტის კონკურსზე გამგზავრება.ჩაპლინი იქ პირველად იხილავს კინოქრონიკის გადაღებას.

სექტემბერი

კარნოს დასთან ერთად ჩაპლინი მეორედ მიემგზავრება შეერთბულ შტატებში.

1913

იანვარი–ოქტომბერი

ამერიკაში სულ უფროდაუფრო მატულობს ჩაპლინის წარმატება, განსაკუთრებით ლოთის როლის შესრულების გამოპანტომიმაში „ღამე ლონდონის კლუბში“.

ნოემბერი

ამერიკაში სულ უფროდაუფრო მატულობს ჩაპლინის წარმატება, განსაკუთრებით ლოთის როლის შესრულების გამოპანტომიმაში „ღამე ლონდონის კლუბში“.

15 დეკემბერი

ჩაპლინის უკანასკნელი გამოსვლა კარნოს პანტომიმაში ლოს–ანჯელესის „პენტეჯ–თეატრში“.

1914 იანვარი–ნოემბერი

ჩაპლინი მუშაობს სტუდია „კისტოუნში“.

ნოემბერი

ჩაპლინი ფირმა ესენის მფლობელებთან ჯ.მ. ანდერსონთან (ბრონჩობილი) და ჟორჟ სპურთან ხელშეკრულებას სდებს მთელი 1915 წლის მანძილზე მათთან მუშაობაზე. ფაქტიურად იგი შეწყვეტს „კინგსტოუნში“ მუშაობას. ყველა ფილმი, რომელიც მისი მოანწილეობით გამოდის ამ თარიღის შემდეგ, ადრეა გადაღებული.

1915 იანვარი

„ესენეი“ დიდი ხმაურით უკეთებს რეკლამას ჩარლი ჩაპლინს. ჩაპლინი „ესენეისათვის“ პირველ ფილმს იღებს ჩიკაგოში.

იანვარი–დეკემბერი

ჩაპლინი მიშაობს სტუდია „ესენეიში“

თებერვალი

ჩაპლინი დასთან ერთად ჩადის სან–ფრანცისკოში. იღებს თავის ფილმებს სტუდია „ნილსში“. შეხვდება ენდა პერვიენსს და ახალგაზრდა გმირი ქალი ამპულაზე მიიწვევს თავის დასში.

მაისი

ჩაპლინი თავის დასთან ერთად ლოს–ანჯელოსში ჰოლივუდში დაფუძნდება.

ოქტომბერი

ჩაპლინი ცდილობს დადგას რეალისტური დრამა „სიცოცხლე“. ცენზურასთან და სტუდიის მფლობელთან პირველი შეჯახება.

1916 თებერვალი

ჩაპლინი ფირმა „მიუჩუელის“ წარმომადგენელ ჯ.რ. ფრეილერთან დებს კონტრაქტს 12 ფილმის გადაღებაზე.

1916–1917

ჩაპლინი მუშაობს ფირმა „მიუჩუელში“ (სტუდია „ლოუნ სტარი“).

1917 აპრილი

ამერიკის შეერთბულ შტატების ომში ჩაბმასთან დაკავშირებით იწყება კამპანია „დეზერტირ ჩაპლინის წინააღმდეგ.

ივნისი

ჩაპლინი დებს კონტრაქტს „ფერსტ ნეიშნელთან“.

1918, 21 იანვარი

ჰოლივუდში, ლა ბრეას ავენიუზე გაიხსნა ჩაპლინის სტუდია, რომელიც აგებულია მისი გეგმის მიხედვით.

1918–1922

ჩაპლინი მუშაობს ფირმა „ფერსტ ნეიშნელში“.

1918

მარტი–მაისი

ჩაპლინი მონაწილეობას იღებს „თვისუფლების მესამე სესხის“ ჩატარებაში.

1919

იანვარი

ჩარლზ ჩაპლინთან, მერი პიკფორდთან, დუგლას ფერბენესთან და დევიდ უ. გრიფიტთან ერთად უილიამ მაკ–ადუ აარსებს კინოფირმა „იუნაიტედ–არტისტს“.

1921 სექტემბერი–ოქტომბერი

ჩაპლინი მოგზაურობს ევროპაში. ჩადის ლონდონში, პარიზში, ბერლინში. საუბარი უელსთან ლენინის შესახებ. შეხვედრა შალიაპინთან.

1922

გამოდის ჩაპლინის წინგნი „ჩემი მოგზაურობა ევროპაში“. რუსული თარგმანი გამოქვყნებულია „ოგონიოკის“გამომცემლობის მიერ 1928 წელს. ფირმა „ჩარლზ ს. ჩაპლინი ფილმ კორპორეიშენის“ ჩამოყალიბება.

ჩაპლინის დედა, ხანა ჩაპლინი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1923

შალიაპინი ეწვია ჩარლზ ცაპლინს „პარიზელი ქალის“ გადაღების დროს.

1924

გამოქვეყნდა მაიკოვსკის ლექსი „როგორ ერთობიან ევროპაში“, რომელიც მიძღვნილი იყო ჩაპლინისადმი.

1925

სსრ კავშირში გამოდის ვ.ბ. შლოვსკის და სხვა წიგნი „ჩარლი ჩაპლინი“.

1926

ივნისი

„პარიზელი ქალის“ პრემიერა მოსკოვში.

1927

იანვარი

ჩაპლინის დევნა ლიცა გრეისთან განქორწინების პროცესთან დაკავშირებით.

1929

აგვისტო

ხანა ჩაპლინის სიკვდილი.

1931 თებერვალი– მაისი

ჩაპლინის მოგზაურობა ევროპაში, აზიასა და ოკიანეთში.ბერნარდ შოუსთან შეხვედრა.

1932 ივნისი

ჩაპლინი კარნახობს თავის მდივანს შენიშვნების წიგნს თავისი მოგზაურობის შესახებ (წიგნი არ გამოქვეყნებულა).

წლის ბოლო

ჩაპლინი თავის დასში მიიწვევს პოლეტა ოდარს.

ჰოლივუდში ჩაპლინი შეხვდება საბჭოთა კინომუშაკებს. რეჟისორი ერმლერი ურჩევს ჩაპლინს, შეცვალოს „ახალი დროების“ ფინალური ეპიზოდი.

შემოდგომა

პოლეტა ჰოდართან ერთად შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობა. ჩაპლინი ბალში მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე.

1938

სსრ კავშირში გამ,ოდის ი.ვ. სოკოლოვის წიგნი „ჩარლი ჩაპლინი“.

გერმანიის დიპლომატიური წრეები და ამერიკის შეერთებულ შტატების ფაშისტური ორგანიზაციები ცდილობენ, ხელი ააღებინონ ჩაპლინს ანტიფაშისტური ფილმის „დიდი დიქტატორის“ დადგმაზე.

1939

16 აპრილი

ჩაპლინის ორმოცდაათი წლისთავი. სსრ კავშირში აღინიშნა მთელი რიგი სტატიებით, ლექციებით, მოხსენებით. საბჭოთა კინემატოგრაფიის მოღვაწეებმა მილოცვის დეპეა გაუგზავნეს ჩაპლინს.

1940

15 ოქტომბერი

ფილმი „დიდი დიქტატორის“ პრემიერა.

1940

ანტიამრიკული მოქმედების გამომრკვევმა კომისისამ (დაისის კომისია) ჩაპლინი ანტიამერიკულ მოქმედებაში ეჭვმიტანილ პიროვნებად გამოაცხადა.

1941 ივლისი

სსრ კავშირში გერმანიის ჯარების შემოჭრის შემდეგ ჩაპლინი სან–ფრანცისკოში გამოდის სიტყვით რუსეთისათვის დახმარების აღმოჩენის კომიტეტის შექმნის შესახებ.

1942

22 ივლისი

ნიუ–იორკის მედისონ–სკვერ–გარდენში გამართულ მიტინგზე რადიოთი ჩაპლინის გამოსვლა მეორე ფრონტის დაუყონებლივ გახსნის შესახებ.

1944–1945

ამერიკელი რეაქციონერები ჯოან ბერის საქმესთან დაკავშირებით გააფთრებულ კამპანიას ეწევიან ჩაპლინის წინააღმდეგ.

ჩაპლინის ორი უფროსი ვაჟიშვილი (სიდნეი და ჩარლზი) მობილიზებული არიან და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ გერნამიის წინააღმდეგ.

1945

სსრ კავშირში გამოდის კრებული „ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი“ (ს.მ. ეიზენშტეინისა და ს.ი. იუტკევიჩის რედაქციით). ჩაპლინი დეპეშას უგზავნის ეიზენშტეინს „ივანე მრისხანე“ უდიდესია ეკრანზე ოდესმე გამოშვებულ ყველა ისტორიულ ფილმს შორის“.

1947

ანტიამერიკული მოქმედების გამომრკვევი კომისია გააფთრებულ ანტიკომუნისტურ კამპანიას იწყებს.

აპრილი

ფილმ „მუსიო ვერდუს“ პრემიერა.

ოქტომბერი

ჰოლივუდის პროგრესულ მოღვაწეთა გასამართლების დროს, ჩაპლინს რამდენჯერმე გამოაცხადებენ დამნაშავედ ანტიმაერიკულ მოქმედებასი.

ნოემბერი

ჩპლინი დეპეშას უგზავნის პაბლო პიკასოს, რომლიტაც თხოვს, რომ იგი გამოვიდეს პროტესტით გერმანელი კომპოზიტორის ჰანს აისლერის ამერიკის შეერთბული შტატებიდან გასახლების წინააღმდეგ.

დეკემბერი

ენგლისური ყოველკვირეულში „რეინოლდს ნიუსში“ ჩაპლინი ათავსებს სტატიას „მე ომს ვუცხადებ ჰოლივუდს“.

უესტბრუკ პეგლერი, იმ გამომცემლობის მფლობელი, რომელიც ხერსტის ტრესტში შედიოდა, გამნოდის ჩაპლინის საწინააღმდეგო სტატიით, რომელშიც პროტესტს აცხადებს „ამერიკულ საქმეებში იმ უცხოელიც ჩარევის წინააღმდეგ.. რომელიც კარგადაა ცნობილი... კომუნისტებთან თავისი აშკარა შეთანხმებით“. რესპუბლიკელი სენატორი ჰარი პ. კეინი მოითხოვს შეერთბულო შტატებიდან ჩაპინის გაძევებას.

1948

16 იანვარი

ფრანგი კინოკრიტიკოსების ასოციაცია შუამდგომლობას ნორვეგიის სტორტინგის წინაშე ჩაპლინისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შსახებ.

დეკემბერი

„მუსიო ვერდუს“ სცენარი ქვეყნდება ჟურნალ „ნოვი მირში“.

1949

ჩაპლინი დეპეშს გზავნის ანტიამერიკული მოქმედების გამომკვლევ კომისიაში: „მე მხოლოდ მშვიდობის გამჩაღებელი ვარ“.

აპრილი

ჩაპლინი უერთება მშვიდობის მომხრეთა მსოფლიოკონგრესს.

1952

21 მარტი

„სალამი საფრანგეთს“ – „ეკრან ფრანსეში“ დაბეჭდილი ჩაპლინის სტატია აცხადებს ევროპაში მისი მომავალი გამგზავრების შსახებ.

18 სექტემბერი

ჩაპლინი ოჯახთან ერთად მიემგზავრება ევროპაში.

19სექტემბერი

იუსტიციის მინისტრის ჯეიმს მაკ–გრენერის ცნობა ჩაპლინის ანტიამერიკული მოქმედებები გამო კვლევა–ძიების განახლებისა და მისი ესახებ, რომ შეერთბულ შტატებში დაბრუნებისთანავე იგი ინტერნირებული იქნება.

22 სექტემბერი

შერბურგში ჩასვლისას ჩპლინი პრესის წარმომადგენლებს განიცხადებს „მე მწამს თვისუფლება. აი, მთელი ჩემი პოლიტიკა“.

16 ოქტომბერი

ლონდონში, თეატრ „ოდეონში“ მიდის „რამპის ჩირაღდნების“ პრემიერა.

22 ოქტომბერი

ჩაპლინი პარიზში ჩადის.

1952–1953

ამერიკული ლეგიონი ახდენს იმ თეატრების პიკეტირებას, რომლებშიც ფილმი „რამპის ჩირაღდნები“ მიდის.

1954

27 მაისი

მსიფლიოს მშვიდობის საბჭო, იღებს რა მხედველობაში ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანას, ჩარლი ჩაპლინს ანიჭებს მშვიდობის საერთაშორისო პრემიას 1953 წლისათვის.

3 ივნისი

ჩარლი ჩაპლინისთვის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის გადაცემა ვევეაში (შვეიცარია). მიულოცა რა ჩაპლინს ჯილდო, ფრანგმა მწერალმა ვერკორმა განაცხადა „40 წელია, რაც თქვენ ომის წინააღმდეგ ირძვით“. ჩაპლინი ჟურნალისტებს გადასცემს თავის „დეკლარაციას მშვიდობის შესახებ“, რომელშიც სამარცხვინო ბოძზე აკრავს, როგორც „ადამიანის სულის საწინააღმდეგო დანაშაულს... იმ საცოდავ ცდებს, რომელტა მიზანია შეაჩვიოს ხალხები ჭყალბადის ბომბის გამოყენებიტ ომის ამუცილებლობის აზრს, ყველა იმ საშინელებებით, რომელიც მას მოსდევს“, და მოუწოდებს „ვალდებულება ვიკისროთ– დავუბრუნდეთ იმას, რაც ადამიანში ბუნებრივი და ჯანსაღია, – კეთილი ნების სულს, რომელიც საფუძველია ყოველგავრი შთაგონებისა, ყოველგვარი შემოქმედებისა. ყველაფრისა, რაც ცხოვრებაში წარმტაცი და ღირსეულია“, მოუწიდებს „ყველა ღონე იქნას ნახმარი ამ მიმარტულებით, რათა მივაღწიოთ ბედნიერ ერას, რომელშიც ყველა ეროვნებას ოქროს ხანა დაუდგება“.

ოქტომბერი

ჩაპლინის გამოსვლა პოლ რობსონის დასაცავად: „ისეთ დიდ მსახიობს, როგორიც პოლ რობსონია, აუკრძალოს მთელ მსოფლიოს მოახმაროს მისი ნიჭი... ეს ჩვენი კლტურისაა და ცივილიზაციისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიისა და თავისუფლების ყველა პრინციპის უკუდგებას და უსაშინლესი ტირანიის კვალდაკვალ სიარულს“.

ნოემბერი

„ღარიბების, მოხუცების და უპატრონოთათვის დახმარების აღმოსაჩენად ლეიბეტის ოლქის მერისთვის 2 ათასი გირვანქა სტერლინგის გადაცემისას, ჩაპლინმა გამოაცხადა: „მე მწამს მშვიდობა განიარაღების მეშვეობით და არა წყალბადის ბომბის გამოყენებით მიღწეული მშვიდობა“.

1957

ჩაპლინმა მონაწილეობა მიირო თავისივე ფილმში „A King in New York.

1959–1963

ჩაპლინმა დაწერა მემუარები „ჩემი ავტობიოგრაფია“.

1964

გამოქვეყნდა ჩაპლინის „ჩემი ავტობიოგრაფია“, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „Chaplin” (გადაღებული 1992 წელს).

1969–1976

ჩაპლინი წერდა ორიგინალურ მუსიკალურ ნაწარმობებებს, მიზეზი იყო თავისი ჩუმი ფილმები და ამსუბუქებდა მათ...

1970

ჩაპლინის ჯანმრტელობა გაუარესდა, მაგრამ სტაბილური იყო, რამაც ხელი შეუშალა ყველა იმედებს ფილმების შესახებ, რაც იყო ოდესმე წარმოდგენილი.

1972 აპრილი

გამარჯვებული დაბრუნდა შეერთებულ შტატებში ცოლ/ტან ერთდ, რომ მიეღო ოსკარის ჰონორარი და აგრეთე გაერჩია თავისი ფილმების გაშვება გასაღება.

1974

გამოქვეყნდა ჩაპლინის ილუსტრირებული მემუარები „ჩემი ცხოვრება სურატებში“.

1977

25 დეკემბერი

ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა თვის სახლში ვევეაში.





შენიშვნა: ფრჩხილებში მიწერილი ფილმების სათაურები საბჭოთა კავშირის მიერაა ნათარგმნი და გადაკეთებული

ფილმოგრაფია

I. ფირმა „კისტოუნის“ ფილმები

1. შრომა არსებობისთვის (Making a Living) – 1914 წლის 2თებერვლის გამოშვება („ბედნიერი ჩრლი“)

2. ბავშვების საავტომობილი შეჯიბრება ვენეციაში (Kid Auto Races at Venice) - 1914 წლის 7 თებერვლის გამოშვება („პატარების ავტოშეჯიბრება“)

3. მეიბლის არაჩვეულებრივად მძიმე მდგომარეობა (Mabel’s Strange Predicament) – 1914 წლის 9 თებერვლის გამოშვება.

4. ღვართქაფებს შორის (Between Showers)

5. ფილმი კინო ჯონი (A Film Jonny) – 1914 წლის 2 მარტის გამოშვება.

6. არეული ტანგო (Tango Tangles) – 1914 წლის 9 მარტის გამოშვება.

7. მისი საყვარელი დროსტაება (His Favourite Pastime) – 1914 წლის 16 მარტის გამოშვება

8. გულქვა, გულქვა სიყვარული (Cruel Cruel Love) – 1914 წლის 26 მარტის გამოშვება

9. უკეთესი მდგმური (Star Boarder) – 1914 წლის 4 აპრილის გამოშვება

10. მეიბლი საჭესთან Mabel at the Wheel) – 1914 წლის 18 აპრილის გამოშვება („ჩარლი ჩაპლინი და მეიბლი ბორბალთან“)

11. სიყვარული ოცი წუთით (Twenty Minutes of Love) – 1914 წლის 20 აპრილის გამოშვება („გაზაფხულის ციებ–ცხელება“)

12. კაბარეში გამოჭერილი (Caught in a Cabaret) – 1914 წლის 27 აპრილის გამოშვება

13. წვიმამ მოუსწრო (Caught in the Rain) – 1914 წლის 4 მაისის გამოშვება

14. საქმიანი დღე (A Busy Day) – 1914 წლის 7 მაისის გამოშვება

15. საბედისწერო ჩაქუჩი (The Fatal Mallet) – 1914 წლის 1 ივნისის გამოშვება („ჩარლი სიცოცხლეს ართმევს“)

16. მისი მეგობარი ბანდიტია (His Friend the Bandit) – 1914 წლის 4 ივნისი

17. ნოკაუტი (The Knock-Out) – 1914 წლის 11 ივნისი („ფატი– ბოქსიორი“)

18. მეიბლის საქმიანი დღე (Mabel’s Busu Day)– 1914 წლის 13 ივნისის გამოშვება

19. მეიბლის ოჯახური ცხოვრება (Mabel’s Married Life) – 1914 წლის 20 ივნისი

20. გამამხიარულებელი გაზი (Laughing Gas) – 1914 წლის 9 ივლისი („ჩრლი კბილის ექიმი“)

21. რეკვიზიტორი (The Property Man”)– 1914 წლის 1 აგვისტო („ჩარლი თეატრში“)

22. სახე ლუდხანის იატაკზე (The Face on the Barroom Floor)

23. შვებულება (Recreation)

24. სამასკარადო ნიღაბი (The Masquerader)– 1914 წლის 27 აგვისტოს გამოშვება („ჩაპლინი მასკარადზე“)

25. მისი ახალი პროფესია (His New Profession)– 1914 წლის 31 აგვისტო („ჩარლი სანითრი“)

26. მფლანგველები(The Rounbers) – 1914 წლის 7სექტმებერი

27. ახალი კარისკაცი (The New Janilor)– 1914 წლის 24 სექტემბრის გამოშვება („ჩარლი მსახური“)

28. სიყვარულის წამება (Those Love Pange) – 1914 წლის 10 ოქტომბერის გამოშვება

29. ცომი და დინამიტი (Dough and Dynamite) – 1914 წლის 26 ოქტომბერის გამოშვება

30. ნერვიული ჯენტლმენი (Gentlmen of Narve) – 1914 წლის 29 ოქტომბერი

31. მისი მუსიკალური კარიერა (His Musical Career) – 1914 წლის 7 ნოემბერი („როიალების გადამტანი“)

32. მისი პაემნის ადგილი (His Trysting Place) – 1914 წლის 9 ნოემბერი („ჩარლი მეოჯახე“)

33. თილის შეწყვეტილი რომანი (Tillie’s Punctured Romance)– 1914 წლის 14 ნოემბერი („ქალიშვილი“)

34. განხორციელებული ნაცნობობა (Getting Acquainted) – 1914 წლის 1 დეკემბრის გამოშვება

35. მისი წინაისტორიული წარსული (His Prehistoric Past)– 1914 წლის 7 დეკემბერი („ჩარლის სიზმარი“, „ჩარლი–ტარზანი“)

II. ფირმა „ესენეის“ ფილმები

36. მისი ახალი სამუშაო (His New Job) – 1915 წლის 1 თებერვალი („ჩარლი – მსახიობი“)

37. დროსტარების საღამო (A Night out) – 1915 წლის 15 თებერვალი („შეცდომების საღამო“)

38. ჩემპიონი (The Champion) – 1915 წლის 11 მარტი („ჩარლ ბოქსიორი“)

39. პარკში (At The Park) – 1915 წლის 18 მარტი

40. ავტომობილიტ გაქცევა (Jitney Elopment) – 1915 წლის 1 აპრილი

41. მაწანწალა (The Tramp) – 1915 წლის 16 აპრილი („ჩარლი მაწამწალა“)

42. ზღვისპირას (At The Sea) – 1915 წლის 29 აპრილი

43. სამუშაო (Work) – 1915 წლის 21 ივნისის გამოშვება („რადიო კეიტ ორფეუმ“)

44. ქალი (The Woman) – 1915 წლის 12 ივლისი („ჩრლი ჩემპიონი – ქალი“)

45. ბანკი (The Bank) – 1915 წლის 9 აგვისტო („ჩრლი ბანკში“)

46. გაშანხაებული (Sharghaied) – 1915 წლის 4 ოქტომბერი

47. საღამო მიუსიკ– ჰოლში (A Night in the Show) – 1915 წლის 20 ნოემბერი

48. კარმენი (Carmen) – 1915 წლის 18 დეკემბერი

49. პოლიცია (Police)– 1916 წლის 27 მარტი

50. კამენი (Carmen) (ფილმის მეორე ვარიანტი)– 1916 წლის 22 აპრილი

51. ჩაპლინის „ესენიესეული“ შემოქმედების მიმოხილვა (Essenay’s Chaplin Review of 1916) – 1916 წლის 23 სექტემბერი

III. ფირმა „მიუჩეულის“ ფილმები

52. უნივერმაღის კონტროლიორი (The Floorwalker) – 1916 წლის 15 მაისი

53. მეხანძრე (The Fireman) 1916 წლის 12 ივნისი

54. მაწანწალა (The Vagabond) – 1916 წლის 10 ივლისი

55. ღამის პირველ საათზე (One A.M.) – 1916 წლის 7 აგვისტო

56. გრაფი (The Count) – 1916 წლის 4 სექტემბერი

57. მევახში (The Pawnshop) – 1916 წლის 2 ოქტომბერი

58. ეკრანის კულისებს მიღმა (Behind the Screen) – 1916 წლის 13 ნოემბერი

59. სკეტინგ–რინგი (The Rink) – 1916 წლის 4 დეკემბერი

60. წყნარი ქუჩა (Easy street) – 1917 წლის 22 იანვარი

61. მკურნალობა (The Cure) – 1917 წლის 16 აპრილი

62. იმიგრანტი (The Immigrant) – 1917 წლის 17 ივნისი

63. თავგადასავლის მაძიებელი (The Adventurer) – 1917 წლის 23 ოქტომბერი

IV. ფირმა „ფერსტ ნეიშნელის“ ფილმები

64. ძაღლური ცხოვრება (A Dog’s Life) – 1918 წლის 14 აპრილი

65. ობლიგაცია (The Bond) – 1918 წლის 28 სექტემბერი

66. თოფი მხარზე! (Shoulder Arms) – 1918 წლის 20 ოქტომბერი

67. მზიანი მხარე (Sunnyside) – 1919 წლის 22 ივნისი

68. ერთი დღის სიამოვნებანი (A Day’s Pleasure) – 1919 წლის 7 დეკემბერი

69. ბიჭუნა (The Kid) – 1921 წლის 6 თებერვალი

70. უქმი კლასი (Idle Class) – 1921 წლის 25 სექტემბერი

71. ხელფასის მიღების დღე (Pay Day) – 1922 წლის 2 აპრილი

72. პილიგრამი (The Piligrim) – 1923 წლის 25 თებერვალი

V. ფირმა „ჩარლზ ს. ჩაპლინ ფილმ კორპორეიშენის“ ფილმები

73. პარიზელი ქალი (A Woman of Paris) – 1923 წლის 1 ოქტომბერი

74. ოქროს ციებ–ცხელება (The Gold Rush) – 1925 წლის 16 აგვისტო

75. ცირკი (The Cirus) – 1928 წლის 7 იანვარი

76. დიდი ქალაქის ჩირაღდნები (City Lights) – 1931 წლის 1 მაისი

77. ახალი დროება (Modern Time) – 1936 წლის 5 თებერვალი

78. დიდი დიქტატორი (The Great Dictator) – 1940 წლის 15 ოქტომბერი

79. მუსიო ვერდუ (Monsieur Verdoux) – 1947 აპრილი

80. რამპის ჩირაღდნები (Limelihgt) – 1952 წლის სექტემბერი

VI. ფირმა „ბრითიშ პროდუქშენის“ ფილმები

81. მეფე ნიუ–იორკში (A King in New York) – 1957 12 სექტემბერი

82. გრაფის ასული ჰონ–კონგიდან (A Countess from Hong Kong)– 1967 5 იანვარი